16-17 სექტემბერს ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება IV საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები-2021“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები; ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები; ენერგეტიკის ეკონომიკური ასპექტები და რეგულირება; სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები; ახალი საჯარო მმართველობა, გამოწვევები და პერსპექტივები; საზოგადოებასთან ურთიერთობა და მასობრივ-კომუნიკაციური პროცესები; ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები; ბავშვთა უფლებების დაცვის აქტუალური საკითხები.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ, აცნობოთ უმაღლესი სასწავლებლების ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტებს/სკოლებს.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველეთა რეგისტრაცია 30 აგვისტოს ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://conferences.atsu.ge/BLSS/. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რეფერირებული ჟურნალის სახით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: blss@atsu.edu.ge